189 წიგნი საჩუქრად 💚
2023 წლის თებერვალში დავაფუძნე ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის მეგობართა კლუბი, უფრო მარტივად, ადამიანებს, რომელთაც ჩვენი სკოლა დაამთავრეს, ვთხოვე გაერთიანება მოსწავლეთა მხარდასაჭერად. გამოწვევა ასეთი იყო, გადაგვედო თვეში 1 ლარი, წელიწადში კი - 12 ლარი ჩვენივე სკოლის დასახმარებლად და ამგვარად მაგალითი გვეჩვენებინა ახალგაზრდებისთვის - რას ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობა და ზრუნვა.
ასე შევაგროვე 3 000 ლარამდე და შევიძინეთ:
⭐️ ეკრანი კინოჩვენებებისთვის;
⭐️ ხმის გამაძლიერებელი;
⭐️ 30 პუფი;
⭐️189 ახალი წიგნი;
მალე სამკითხველო სივრცეს მოვაწყობთ და ეს ახალ-ახალი წიგნები ხელიდან ხელში გადავა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დამეხმარა და ეს იდეა სინამდვილედ აქცია, ვინც რამდენიმე ლარი მოიკლო და ასე გააფერადა ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა.


Comments
Post a Comment